| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საფონდო ინდექსები ორშაბათის ვაჭრობაზე უმეტესად მწვანე ზონაშია. ვაჭრობებს ბაზრებზე შექმნილი ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, თუმცა ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიშები აფერხებს.
ინვესტორები ასევე
განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან აშშ–ის საბიუჯეტო სტიმულირების პროცესს და ნოემბერში
დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილ ვითარებას.
გაზეთი The Wall
Street Journal პარასკევს წერდა, რომ თეთრი სახლი კორონავირუსის პანდემიის მიერ $1,8
ტრილიონით დაზარალებული აშშ–ის ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების ახალ პაკეტზე მუშაობს.
დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ლარი კადლოუმ Fox Business–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა
მხარი დაუჭირა განახლებულ პაკეტს და კონგრესთან შეთანხმების მიღწევის სურვილი გამოთქვა.
იაპონური Nikkei
225 ორშაბათის ვაჭრობაზე 0,25%–ით არის შემცირებული.
ასევე შემცირებულია
მსხვილი ექსპორტიორების აქციებით. მაგალითად, ავტომწარმოებელი Toyota Motor Corp–ის
და Honda
Motor Co–ს აქციები 0,6% და 1,7%–ს კარგავენ. Mitsubishi
Motors Corp.–ის აქციები
1,33%–ით არის დაწეული,
ხოლო
Suzuki Motor Corp. - 0,06%.
აზიაში ტანსაცმლის უმსხვილესი საცალო მოვაჭრის Fast
Retailing Co. Ltd. ფასიანი ქაღალდები 2,2%–ით
იაფდება.
ჩინური ინდექსი Shanghai Compozite 2,2%–ით იზრდება,
ჰონკონგის Hang Seng – ასევე +2,2%.
ჰონკონგის ბირჟაზე ელექტრონიკის მწარმოებელი Xiaomi
Corp. ლიდერობს, რომლის აქციები 7,2%–ით იზრდება.
ორშაბათს ბანკების აქციებიც მყარდება. Industrial
& Commercial Bank of China Ltd.–ის
აქციები 6%–ით იზრდება, ასევე 6%–ით მოიმატა China Construction Bank
Corp.–ის ფასიანმა ქაღალდებმა, ხოლო Bank
of China Ltd. – 4,6%.
ავტომწარმოებლის Geely
Automobile Holdings Ltd. აქციები 2,9%–ით ძვირდება.
სამხრეთკორეული Kospi ასევე პლუსშია – 0,3%–ით.
ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი Samsung
1,2%–ით იზრდება, ხოლო ავტომწარმოებელი Hyundai Motor Co. მინუსშია
1,1%–ით.
ავსტრალიური ინდექსი S&P/ASX 200
0,5%–ით გაძვირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss