ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Fitch-ი ქართულ ბანკებს გაჯანსაღებას უწინასწარმეტყველებს
13 ოქტომბერი, 2020, 10:29
Fitch-ი ქართულ ბანკებს გაჯანსაღებას უწინასწარმეტყველებს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings მიიჩნევს, რომ პანდემიის გამო მაღალი რისკების ზონაში მყოფი საქართველოს საბანკო სისტემის აღდგენა 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყება და 2021 წელს გაგრძელდება.

სააგენტოს შეფასებით, 2020 წლის პირველ ნახევარში ბანკებმა შესაძლო საკრედიტო დანაკარგების დაზღვევის მიზნით 1,1 მლრდ. ლარის რეზერვები შექმნეს - ეს საკრედიტო პორტფელის 3%-ია.

ამან საბანკო სექტორს 500 მლნ. ლარის ზარალი მოუტანა, რაც საკუთარი კაპიტალის რენტაბელურობის 18%-ით შემცირებას ნიშნავს.

სავარაუდოდ, ბანკების რენტაბელურობა 2020 წლის მეორე ნახევარში და 2021 წელს გაუმჯობესდება. ეკონომიკის  გააქტიურებასთან ერთად საკომისიო შემოსავლების ზრდა დაიწყო,, ხოლო მოგების მარჟა დკრედიტების გააქტიურების ხარჯზე გაიზრდება  - განსაკუთრებით, ისეთ მაღალშემოსავლიან სეგმენტებში, როგრორც სესხები მიკრო, მცირე, და საშუალო ბიზნესისთვის.

ასევე აღსანიშნავია, რომ კრიზისის დასაწყისში ბანკებმა ეკონომიკის პრობლემურ სექტორებს
სესხების რესტრუქტურიზაცია, ხოლო მოქალაქეებს 3-თვიანი გადავადება შესთავაზეს, რამაც, სახელმწიფო დახმარებასთან ერთად მსესხებლებზე ზეწოლა შეამცირა.

ჩვენ ვთვლით, რომ ახლო მომავალში ამ სესხების შემოსავლიანობის დაბრუნება ბანკების მომავალი გადახდისუნარიანობის გასაღები იქნება“  - ნათქვამია Fitch Ratings-ის ანგარიშში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები