| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპენსიოს სპეცდეპოზიტარის წინა ტენდერში მონაწილეები (TBC, BOGG), ჯერ არ ადასტურებენ, რომ ახლადგამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა პირობების გაცნობის შემდეგ, კონკურსის ხელახალი გამოცხადების საბაბი ვერ აღმოაჩინეს. ადასტურებენ, რომ „დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელ" წესში, სებ-ის 30/09-ის ცვლილება სპეცდეპოზიტარის მიმართ ორგანიზაციულ მოთხოვნებს აზუსტებს და ვალდებულებებს უფრო აკონკრეტებს.
შეცვლილ რეგულაციაში, არასპეციალისტის ანალიზით, საფინანსო წრეებში გავრცელებული ვერსიის მტკიცება უპასუხისმგებლობა გამოდის. ამ ვერსიით, რეგულაციაში ცვლილებებით** აქტივების მმართველი კომპანიის სპეცდეპოზიტართან აფილირების აკრძალვა თითქოს შემსუბუქდა.
"ინვესტიციების მმართველი კომპანიის დაქირავება შეუძლია საპენსიო სააგენტოს, თუმცა ეს არ იგეგმება. ინვესტიციების მმართველი კომპანია ვერ შეიძლება იყოს აფილირებული ვერცეთ აფილირებულ პირთან. სპეც.დეპოზიტარის შერჩევა მიმდინარეობს კონკურსის პირობებით, რომელიც ჩვენ ვებგვერძეა განთავსებული. კონკურსის ვადებიდან გამომდინარე ჯერ არ დამდგარა ახალი განაცხადების ჩაბარების ეტაპი", - საპენსიოს სააგენტოს არგუმემენტით ჯერ ნოემბერი არ დამდგარა, კონკურსანტების განაცხადების მიღების პერიოდი.
წესის მე-6/ 3 ში, ამოღებული "ზ"-ს შემდეგ, ჩაწერილია, რომ - სპეცდეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან ან საპენსიო სააგენტოსთან/აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით იმგვარი ქმედებები, რომლებმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველ კომპანიასა და თავად სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის. ეს წესი არ ვრცელდება, თუ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.
ფინანსური ინსტიტუტი არ უნდა წარმოადგენდეს აქტივების მმართველ კომპანიასთან ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებულ პირს, - ითვალისწინებს დ) .
საპენსიო სააგენტომ განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მომზადებულია დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის და სებ-ის რეგულაციის მიხედვით და რომ აზუსტებს მომსახურების პირობებს და ეხმიანება შეცვლილ კანონმდებლობას და რეგულაციებს. სპეცდეპოზიტარის მომსახურებას კი 2021 წლიდან მიიღებს https://www.pensions.ge/.
თუ ასე იქნება და სპეცდეპოზიტარის შერჩევამდე სებ-მაც არ იტვირთა სპეცდეპოზიტრობა- ფასიანი ქაღალდების შენახვა,აღრიცხვა-მონიტორინგი, მაშინ განსათავსებელი საპენსიო თანხები, რომელიც წლის ბოლოსთვის 1.2 მლრდ -ს მიაღწევს, არც მთავრობის ფასიან ქაღალდებში დაბანდდება. სააგენტო აცხადებდა, რომ წელს მოესწრებოდა.
გაისამდე იქნებ სახელმწიფო კომპანიების ბალანსიც გაუმჯობესდეს. საპარტნიორო ფონდმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მოგებაზეა. მისი ქუდის ქვეშ ყოფილი , ბალანსგაუარესებული კომპანიები კი ბონდების ემისიას აანონსებენ.
**https://matsne.gov.ge/ka/document/view/5004630?publication=0&fbclid=IwAR34M1L7Gu4Wc6V86s1bY5jne3o9W-D5E9yvaUnwV4iE7Ii_o5BAHzdJ14w
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss