| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა ორშაბათის ვაჭრობა ზრდით დახურეს, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების კოტირებების კვალდაკვალ, რომლებმაც ზედიზედ მეოთხე სესია დახურეს პლუსში.
Dow Jones
Industrial Average–ს ინდექსი 250,62 პუნქტით გაიზარდა (+0,88%) და 28837,52 შეადგინა.
Standard & Poor's 500 ასევე გაიზარდა
57,09 პუნქტით (+1,64%) - 3534,22–მდე. Nasdaq Composite 296,32–ით (+2,56%)
11876,26 პუნქტამდე გაიზარდა.
ორშაბათის ვაჭრობაზე
ლიდერობდნენ Apple Inc.–ის აქციები (+6,4%) და Amazon.com Inc (+4,8%). Apple დღეს
მნივშნელოვან ღონისძიებას გეგმავს, რომელზეც 5G ტექნოლოგიით აღჭურვილ ვირველ iPhone–ებს
წარმოადგენს. Amazon.com საკუთარი ღონისძიებისთვის ემზადება, რაც ყოველწლიურ ფასდაკლებას
Prime Day გულისხმობს და 13-14 ოქტომბერს გაიმართება.
Alphabet–ის ინდექსები
3,6%–ით გაიზარდა, Microsoft Corp – +2,6%, Twitter Inc. +5,1%, ხოლო Facebook
Inc +4,3%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss