| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აშშ–ის აქციების ბაზარმა ვაჭრობები მინუსში დახურა, რაც ერთგვარი პაუზაა მანამდე ზედიზედ ოთხდღიანი ზრდის შემდეგ. ინვესტორები ქვეყნის ზოგიერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებებს აფასებენ, რაც აშშ–ში
კორპორაციული ანგარიშგებების არაოფიციალურ სტარტად მიიჩნევა.
ბაზარზე ასევე სერიოზულ გავლენას ახდენს კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღით გამოწვეული გაუგებრობა. გაურკვეველია ახალი შესაძლო შეზღუდვების მასშტაბებიც, რომლებსაც შესაძლოა ხელისუფლებამ მიმართოს, წერს The Wall Street Journal.
ინვესტორები ამბობენ, რომ მიუხედავად ფედრეზერვის მიერ მინიმუმამდე
დასული ეკონომიკის სტიმულირებისა და შედეგად
გამოწვეული გარკვეული ზრდისა, მის აღდგენას
გაცილებით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს. „დროა საჭირო,
იმ ეკონომიკური ზრდის დონეზე დასაბრუნებლად, რომლებსაც ჩვენ მიჩვეული ვართ“, – აღნიშნა
ზაკ არბაჰამმა, რომელიც Bulwark Capital Management–ის მთავარი საინვესტიციო დირექტორია.
ბაზრის მონაწილეები დიდი ყურადღებით აკვირდებიან აშშ–ში
მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი
უსწრებს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მისთვის
დადებითი დიაპაზონი სულ უფრო იზრდება.
კომპანიების ანგარიშგებების გარდა, ტრეიდერების ყურადღების ცენტრშია Prime Day, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს Amazon.com Inc და
Apple Inc-ის პრეზენტაცია, რომელზეც კომპანიამ პირველად წარმოადგინა 5G მხარდაჭერის მქონე ახალი iPhone.
აშშ–ის შრომის
სამინისტროს მიერ სამშაბათს
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები სექტემბერში, წინა წლის
იგივე თვესთან შედარებით, 1,4%–ითაა
გაზრდილი. მაჩვენებლის ნიშნული ყველაზე მაღალია მარტის შემდეგ. ამდენად, აგვისტოს 1,3%–იანი
მაჩვენებლის შემდეგ ინფლაცია გაზრდილია.
Dow Jones Industrial Average–ის ინდექსი სესიის დახურვისას 157,71 პუნქტით დაეშვა (–0,55%) და 28679,81 პუნქტი
შეადგინა.
Standard & Poor's 500 22,29
შემცირდა (–0,63%) - 3511,93 პუნქტამდე.
Nasdaq Composite–მა 12,36 დაკარგა
(–0,1%) და 11863,9 პუნქტი
შეადგინა.
JPMrgan Chase & Co.–ს აქციებმა ფასში 1,6% დაკარგეს.
აქტივების მოცულობით უდიდესმა ამერიკულმა ბანკმა მესამე კვარტალში სუფთა მოგება 4%–ით გაზარდა.
Citigroup Inc–ის ფასი 4,8%–ით დავარდა. აშშ–ის უმსხვილესი
ბანკების სამეულის წევრმა ბანკმა მოსალოდნელზე მეტი სუფთა
მოგება დააფიქსირა მესამე კვარტალში.
Johnson & Johnson–ის აქციები 2,3%–ით გაიაფდა.
Delta Air Lines Inc–ის კაპიტალიზაცია 2,7%–ით შემცირდა.
Royal Caribbean Cruises–ის ფასიანმა ქაღალდებმა 13,2% დაკარგეს.
Boeing Co–ის კაპიტალიზაცია 3,1%–ით შემცირდა.
Amazon.com Inc.–ის საბაზრო ღირებულება პრაქტიკულად არ შეცვლილა. ყოველწლიური აქციის Prime Day ფარგლებში გაყიდვებმა შესაძლოა $9,1 მლრდ
შეადგინოს, მათ შორის
$6,2 მლრდ მხოლოდ აშშ–ში.
BlackRock Inc.–ის ფასიანი ქაღალდები 3,9%–ით
გაძვირდა. მართვაში არსებული აქტივების მოცულობით ამერიკის უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი 22%–ით გაზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss