| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის იანვარ-სექტემბერში
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე)
8,1 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 14.9%-ით ნაკლებია - იუწყება საქსტატი.
აქედან
ექსპორტი 2, 4 მლრდ. დოლარს შეადგენს
(-12.1%), ხოლო იმპორტი 5, 7 მლრდ. დოლარს (-
15.9%).
საქართველოს
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, 3,3 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%.
აღსანიშნავია, რომ უარყოფითი სალდოს
ეს მაჩვენებელი ყველა დაბალია 2015 წლიდან კერძოდ, 2015 წელს ის 3,72 მლრდ. დოლარს
შეადგენდა, 2016-ში - 3, 75 მლრდ., 2017-ში - 3,73 მლრდ., 2018-ში - 4,3 მლრდ..,
2019-ში - 4,06 მლრდ. დოლარს შეადგენდა.
უმსხვილესი
საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. დოლარი).
2020
წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტიორი ქვეყნების
პირველ სამეულში
შედის: თურქეთი (981.6 მლნ. დოლარი), რუსეთი
(626.0 მლნ. დოლარი) და ჩინეთი (509.6 აშშ დოლარი).
2020
წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის
მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 541.7 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.5%-სშეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები
304.2 მლნ. დოლარით (მთლიანი ექსპორტის
12.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ. დოლარით (7.5%).
უმსხვილესი
საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი
ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 560.2 მლნ. დოლარი და მთელი იმპორტის 9.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები
და კონცენტრატები 415.6 მლნ. დოლარით (7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ.
დოლარით (იმპორტის 6.4%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss