| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკული
საფონდო ინდიკატორები სამშაბათის ვაჭრობაზე გაიზარდა. ინვესტორები ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებათა პაკეტის თემაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას აგვირდებოდნენ. გარდა ამისა, ტრეიდერებმა ამერიკული კომპანიების ანგარიშგების მორიგი პორციაც შეაფასესყ
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ თეთრს სახლთან მოლაპარაკებებში პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. „იმედია, დღის ბოლოს
გვეცოდინება, სად ვართ,
– თქვა მან Bloomberg TV-სთან ინტერვიუში. – მაგრამ მე ოპტიმისტურად
ვარ განწყობილი“.
Dow Jones Industrial Average–ის ინდექსი 113,37 პუნქტით (+0,4%) გაიზარდა
და 28308,79 შეადგინა.
Standard & Poor's 500 16,2 პუნქტით მოიმატა (+0,47%) - 3443,12–მდე.
Nasdaq Composite – +37,61 პუნქტი (0,33%) – 11516,49–მდე.
Alphabet Inc.–ის საბაზრო ღირებულება 1,4%–ით
გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის იუსტიციის სამინისტრომ Google-თან
მიმართებაში ანტიმონოპოლიური სარჩელი შეიტანა.
International Business Machines
Corp.–ის აქციების ფასი 6,5%–ით
დავარდა. მესამე კვარტალში კომპანიამ წმინდა მოგება უმნიშვნელოდ გაზარდა.
Lockheed Martin Corp.–მა 3% დაკარგა. სამხედრო–სამრეწველო კომპლექსმა გასულ კვარტალში წმინდა მოგება ერთ აქციაზე
$6,05–ით გაზარდა. ერთი წლით ადრე
ანალოგიური მაჩვენებელი $5,66–ს შეადგენდა. კონცერნის მოგებამ ექსპერტების პროგნოზებს გადაჭარბა და $16,5 მლრდ შეადგინა.
სუპერმარკეტების ამერიკული ქსელის Albertsons Cos. Inc. აქციებმა
5,8%–იანი ზრდა აჩვენეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss