| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს
ბიზნეს ასოციაციამ კვლევა ჩაატარა, რომელიც კომპანიების მიერ თანამშრომელთა შემცირების, გაზრდის, ან უცვლელად შენარჩუნების დინამიკას ეხებოდა.
კვლევამ ეკონომიკის 4 სექტორი მოიცვა.
კერძოდ, 2020 წლის
პირველ კვარტალში ვაჭრობაში მომუშავე კომპანიების 21% განაცხადა,
რომ თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა, 26%-მა გაზარდა, ხოლო 53%-მა
უცვლელი დატოვა. მე-2 კვარტალში ეს მონაცემები შეადგენდა 17%-ს,
13%-ს, და 70%-ს,
მე-3 კვარტალში - 11%, 17%, და 72%.
2020 წლის
მე-4 კვარტალში სამუშაო ადგილების შემცირებას კომპანიათა მხოლოდ 4% გეგმავს, 17% ზრდას აპირებს, 79% - არაფერს
არ ცვლის.
მრეწველობაში 2020 წლის
პირველ კვარტალში თანამშრომლები შეამცირა კომპანიათა 17%-მა,
გაზარდა ასევე 17%-მა, უცვლელი კი - 67%-მა
დატოვა. მე-2 კვარტალში
ეს მონაცემები შეადგენდა 17% და
83% -ს. ამ პერიოდში
მრეწველობაში დაკავებულმა არც ერთმა კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობა არ გაზარდა.
მე-3 კვარტლის მონაცემენი მ-2-ს
ანალოგიური იყო - 17-17-67%. მე-4 კვარტალში მრეწველობაში სამუშაო ადგილები არ შემცირებულა,
17%-მა თანამშრომელთა მატების შესახებ განაცხადა, ხოლო 83%-მა
არაფერი შეცვალა.
მშენებლობაში ციფრები შემდეგნაირად განაწილდა - 1 კვარტალში - 17%, 4%, 79%,
მე-2-ში - 29%,14%,57%, მე-3-ში - 43%,14%,43%, მე-4-ში - შემცირება
შეწყდა, დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა კომპანიათა 14%-მა, 86%-მა
არაფერი არ შეცვალა.
მომსახურეობის სფეროში მონაცემები ასეთია - 1კვარტალი - 5%,14%, 82%, მე-2-ე კვარტალი - 35%,0%, 65%, მე-3-ში - 14%,14%, 73%, მე-4 კვარტალში კი - 10%,5%,
85%.
შესაბამისად, ბიზნეს-ასოციაციის მონაცემებით, 2020 წლის მიმდინარე კვარტალში ყველაზე მეტად მომსახურეობის სექტორის კომპანიები დაზარალდნენ, რომელთა 10%-მა თანამშრომელთა რაოდენობა შეამცირა.
ყველა ნაკლებად მ-4 კვარტლის ეკონომიკური პრობლემები მრეწველობას შეეხო, სადა სამუშაო ადგილების შემცირება შეწყდა, ხოლო ზრდის
შესახებ დამსაქმებელთა 17%-მა განაცხადა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss