ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რკინიგზას შემოსავალი უმცირდება
23 ოქტომბერი, 2020, 17:26
რკინიგზას შემოსავალი უმცირდება

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზას წლის მეორე კვარტალში შემოსავალი წლიურად 15.2%-ით შეუმცირდა. წელი რკინიგზამ შემოსავლის ზრდით დაიწყო და პირველ სამ თვეში 7.4%-იანი ზრდა აჩვენა, თუმცა მეორე კვარტლის მონაცემები კვლავ შემცირებას აჩვენებს.

შემოსავლები სამგზავრო გადაყვანებიდან, ტვირთების გადამუშავებიდან და სატვირთო ინფრასტრუქტურიდან თითქმის განახევრდა. სწორედ ამ სამ კომპონენტზე მოდიოდა რკინიგზის შემოსავლის 25%.

G&T-ის ინფორმაციით კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე ნეგატიური გავლენა იქონია ლარის გაუფასურებამაც, რადგან რკინიგზის ტარიფების უმეტესობა დოლარშია დენომინირებული.

პანდემიის მიუხედავად, შედარებით პოზიტიურ ტრენდს ინარჩუნებს სატვირთო გადაზიდვები, თუმცა ჯამში ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი მცირდება. კერძოდ, წლის პირველ ექვს თვეში ამ სეგმენტით რკინიგზამ 53.2 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 1.6%-ით შემცირებული მონაცემია.

ჯამში წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზამ 80 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები