ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
აშშ–ის აქციების ბაზრის ინდექსებმა 1,6–2,3% დაკარგეს
27 ოქტომბერი, 2020, 11:47
აშშ–ის აქციების ბაზრის ინდექსებმა 1,6–2,3% დაკარგეს

თბილისი (GBC) - ამერიკული საფონდო ინდექსები ორშაბათის ვაჭრობაზე მკვეთრად გაიაფდა აშშსა და ევროპაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა და ამერიკის ეკონომიკის საბიუჯეტო სტიმულირების ნოემბრის არჩევნებამდე მიღების იმედის დაკარგვის ფონზე.

სესიის დახურვის მომენტში Dow Jones Industrial Average–ის ინდექსი 2,29%–ით შემცირდა 27685,38 პუნქტი შეადგინა. მან უდიდესი ერთდღიანი ვარდნა აჩვენა 3 სექტემბრის შემდეგ და პირველად 6 ოქტომბრის შემდეგ ჩამოსცდა 28000–იან ნიშნულს.

Standard & Poor's 500 1,86%–ით შემცირდა – 3400,97 პუნქტამდე, რაც თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.

Nasdaq Composite–მა 189,34 პუნქტი (-1,64%) დაკარგა და 11358,94 პუნქტი შეადგინა.

აშშის სენატის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ CNN-თან კვირას მიცემულ ინტერვიუშმი განაცხადა, რომ დაახლოებით $2 ტრილიონის მასტიმულირებელი ღონისძიებების პაკეტი შესაძლოა მიმდინარე კვირაშიც დაამტკიცონ, თუმცა უცნობია, დაუჭერს თუ არა მყარს მას სენატი.

თეთრი სახლის აპარატის უფროსი მაიკ მედოუზი კი პელოსის ადანაშაულებს, რომ ის მუდმივად ცვლის თამაშის წესებს.

ამავე დროს, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები აშშში ახალ რეკორდებზე გადის, ხოლო იტალია და ესპანეთი ახალ შეზღუდვებს აწესებან.

მიმდინარე კვირაში ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მოექცევა ევროპის ცენტრალური ბანკისა და იაპონიის ბანკის სხდომები, ასევე აშშის მშპის მესამე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები