ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ამერიკული საფონდო ინდექსები გაიზარდა, ევროპული – შემცირდა
30 ოქტომბერი, 2020, 11:29
ამერიკული საფონდო ინდექსები გაიზარდა, ევროპული – შემცირდა

თბილისი (GBC) -საფონდო ამერიკამ ხუთშაბათის ვაჭრობები პლუსში დახურა, გასულ კვარტალში აშშ–ის მთლიანი შიდა პროდუქტის რეკორდული ზრდის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების ფონზე.

ამერიკის ეკონომიკა მესამე კვარტალში, წლიურ ტემპებზე დაანგარიშებით, 33,1%–ით გაიზარდა. ამის შესახებ აშშ–ის ვაჭრობის სამინისტროს წინასწარ მონაცემებშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების მიერ მანამდე პროგნოზირებულ მაჩვენებელს 1–3%–ით აღემატება.

ამერიკელი ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღისა და ეკონომიკის სტიმულირების ზომების პაკეტის დამტკიცების მცირე ალბათობის ფონზე, შემდგომი პროგრესი ბევრად შენელებული იქნება.

გარდა ამისა, ამერიკელთა რაოდენობა, რომლებმაც ბოლო კვირის განმავლობაში უმუშევრობის შემწეობა მოითხოვეს, 40 000–ით შემცირდა და 751 000 მოქალაქე შეადგინა, ნათქვამია აშშ–ის შრომის სამინისტროს ანგარიშში.

Dow Jones Industrial Average–ის ინდექსი ხუთშაბათის სესიაზე 139,16 პუნქტით (0,52%) გაიზარდა და 26659,11 პუნქტი შეადგინა.

Standard & Poor's 500 39,08 პუნქტით (1,19%) გაიზარდა – 3310,11 პუნქტამდე.

Nasdaq Composite–მა 180,72 პუნქტით (1,64%) მოიმატა და 11185,59 პუნქტს მიაღწია.

ამასობაში, ევროპული აქციების ბაზრების უმრავლესობა მინუსშია, მას შემდეგ რაც ევროპის ცენტრალური ბანკის სხდომის შედეგები გახმოვანდა.

ევროპის მთავარმა რეგულატორმა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი ნულოვან ნიშნულზე შეინარჩუნა. ბანკმა არც Pandemic Emergency Purchase Programme–სთვის (PEPP) გათვალისწინებული აქტივების გამოსყიდვის საგანგებო პროგრამის მოცულობა შეცვალა, რომელიც 1,35 ტრლნ ევროს ნიშნულზე დატოვა, რაც მოულოდნელი არც ექსპერტებისთვის იყო.

შედეგად, გუშინდელ ვაჭრობაზე ევროპის აქციების ბაზრები ხუთთვიან მინიმუმზე დავარდა.

რეგიონის უმსხვილესი მწარმოებლების ჯამური ინდექსი Stoxx Europe 600 ხუთშაბათს 0,12%–ით შემცირდა და 341,76 პუნქტი შეადგინა.

ბრიტანულმა ინდიკატორმა FTSE 100 0,02% დაკარგა, ფრანგულმა CAC 40 - 0,03%. იტალიურმა FTSE MIB და ესპანურმა IBEX 35, შესაბამისად, 0,14% და 0,97% დაკარგეს. გამონაკლისი გერმანული DAX აღმოჩნდა, რომელიც 0,32%–ით გაიზარდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები