| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ოქტომბერში მნიშვნელოვანი გაიაფების შემდეგ ეტალონური მარკების ნავთობის ფასი კვირისა და თვის პირველ სესიაზე მკვეთრ ვარდნაშია. Dow Jones Market Data–ის მონაცემებით, ოქტომბერში WTI-მ 11% დაკარგა, ხოლო Brent-მა 8,5%.
გასულ კვირაში „შავი ოქროს“ გაიაფება კორონავირუსის ახალი მძლავრი ტალღის გამო ევროპის რიგ ქვეყნებში შეზღუდვების დაწესების გამო მოთხოვნის შემცირების მოლოდინი გახდა. სწორედ ამ პერიოდში საერთო ეროვნული ლოკდაუნი შევიდა ძალაში საფრანგეთსა და გერმანიაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა შაბათს
განაცხადა, რომ, კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდის გამო, ქვეყანაში შემსუბუქებული
თვითიზოლაციის რეჟიმი 5 ნოემბრიდან შევა ძალაში.
ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსების თქმით, გერმანიასა და საფრანგეთში ნავთობმოხმარება დღე–ღამეში 6 მლნ ბარელს შეადგენს, ანუ, მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 6%–ს.
ამასობაში, ლიბიის ნავთობმოპოვება, რაც დღე–ღამეში უკვე 800 ათას ბარელს შეადგენს, 2021 წლის დასაწყისისთვის 1,3 მლნ ბარელს/დღე–ღამეში მიაღწევს, განაცხადა ლიბიის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა მუსტაფა სანნალამ, რომელსაც სააგენტო Bloomberg ციტირებს. ცნობისთვის, ლიბიაში ნავთობმოპოვება სულ ცოტა ხნის წინ – სექტემბერში დღე–ღამეში 100 ათას ბარელს არ აღემატებოდა. გეგმაში კი ქვეყანას დღე–ღამეში 1,6 მლნ ბარელზე გასვლა აქვს. ეს ის მოცულობაა, რომელიც 2011 წლის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ფიქსირდებოდა.
ტრეიდერები, ასევე, აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნების
მოლოდინში არიან, რომელიც ხვალ, 3 ნოემბერს გაიმართება. ანალიტიკოსების აზრით, თუ არჩევნებში
დემოკრატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ეს ნავთობის ბაზარზე ახალ ზეწოლად აღიქმება, ვინაიდან
თუ პრეზიდენტი ირანს სანქციებს მოუხსნის, გლობალური ბაზარი დღე–ღამეში დამატებით
1,5–2 მლნ ბარელს მიიღებს.
ამ ფონზე, Brent-ის
მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე, თბილისის დროით 10:22
საათისთვის, 3,74%–ით არის შემცირებული და ბარელზე $36,52–ს შეადგენს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI, დეკემბერში მიწოდების პირობით, 4,16%–ით არის დავარდნილი და ბარელი
$34,31–ად ივაჭრება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss