ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
1 300 ხორბალმზიდი უფუნქციოდაა
2 ნოემბერი, 2020, 14:12
1 300 ხორბალმზიდი უფუნქციოდაა

თბილისი (GBC) - უქმად დარჩენილი 1300 ხორბალმზიდი - რკინიგზა ხორბლის საავტომობილო გადამზიდავებს კონკურენციას ვერ უწევეს

რკინიგზა ხორბლის საავტომობილო გადამზიდავებს კონკურენციას ვერ უწევეს. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს 2012 წელთან შედარებით, ხორბლის გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლები რკინიგზას  5 ჯერ შეუმცირდა ( 20 მილიონიდან 4 მილიონამდე).

 „სატრანსპორტო დერეფნის კვლევითი ცენტრი“ ამ ფაქტს  საავტომობილო ტრანსპორტის წონითი ნორმის  უკონტროლობით ხსნის. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  მიუხედავად იმისა რომ საქართველოს გზებზე მხოლოდ 40 ტონამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაა ნებადართული საავტომობილო გადამზიდავები ძარის გადაკეთების შედეგად ტვირთამწეობას 5-10 ტონით, 45-50 ტონამდე ზრდაიან.გადამეტებული 5-10 ტონა ხორბლის გადაზიდვა კი მათ სარკინიგზო ტრანსპორტთან შედარებით უპირატეს კონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევითი ცენტრის შეფასებით, ამ ყველაფრის შედეგად მცირდება რკინიგზის შემოსავლები და ზიანდება გზის საფარიც რაც დამატებით ხარჯებს იწვევს. პრობლემის მოგვარების მიზნით ორგანიზაცია ხელისუფლებას გზებზე Weigh – in – Motion -ის, ანუ ავტომატიურად აწონვის კონსტრუქცია დამონტაჟებას ურჩევს. კონსტრუქცია 1 მილიონი ღირს და  სატრანსპორტო საშუალებების წონის კონტროლი ლაზერული სკანერების მეშვეობიტ ტრანსპორტის გაჩერების გარეშე ხდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები