| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური აპარტამენტების მშენებლობის ინიციატივას განიხილავენ.
საუბარია უძრავ ქონებაზე, რომელიც განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში განთავსდება, ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა კანი კვარჩიამ განუცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა მოიცვა. ამ საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე ოპოზიციონერმა დასძინა, რომ საზოგადოებამ ღიად უნდა შეაფასოს მისი ინიციატივა.
რედაქციის მიერ გამოკითხული რუსი ექსპერტების თქმით, ეს ინიციატივა არაერთხელ გაჟღერებულა არა მხოლოდ სოხუმში, არამედ რუსეთშიც და აღნიშნავენ, რომ პროცესი დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკაზე.
ოპოზიციონერის თქმით, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში ე.წ. დეპრესიული ზონები მოიაზრება, როგორებიცაა გალის, ოჩამჩირას და ტყვარჩელის რაიონები. ეს ის ტერიტორიებია, რომლებზეც უმეტესად ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ. მისივე თქმით, აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში რუსები არ მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას და მეტიც, აპარტამ ენტის შეძენის მსურველები წინასწარ დეტალურ შემოწმებას გაივლიან აფხაზეთის ე.წ. სპეცსამსახურების მიერ.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა. რუსეთის ჯარები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ რეგიონებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss