| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკის ყველა შტატში ხმის მიცემის პროცესი თბილისის დროით 10:00 საათზე დასრულდა. ბოლო საარჩევნო უბნები სწორედ ამ დროს ალიასკაზე დაიხურა.
არჩევნების საბოლოო შედეგი ჯერ უცნობია, შტატების უმრავლესობაში
ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს. NBC-ს მონაცემებით, ამ დროისათვის დემოკრატ ჯოზეფ ბაიდენს
კოლეგიაში 209 ხმა აქვს, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ ტრამპს – 212.
დიდი ალბათობით, ტრამპმა ტეხასში, ფლორიდასა და ოჰაიოში გაიმარჯვა, ხოლო დემოკრატმა ბაიდენმა – არიზონაში. ამ შტატებში ხმათა კმრავლესობა უკვე დათვლილია. სხვა მერყევ შტატებში შედეგების პროგნოზირება რთულია. ფოსტით დაფიქსირებული ხმების დათვლის პროცესი შესაძლოა 3 დღეს გაიწელოს.
ორივე კანდიდატი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს. ბაიდენმა
თავის მხარდამჭერებს უკვე მიმართა და მოთმინებისკენ მოუწოდა, ხოლო ტრამპმა „არჩევნების
მოპარვის“ მცდელობაში დაადანაშაულა კონკურენტი.
თბილისის დროით 10:36 საათისთვის ბაიდენს 49,86%–მა
დაუჭირა მხარი, ხოლო დონალდ ტრამპმა დათვლილი ხმების 48,53% მიიღო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss