ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
2021-ს ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება - სებ-ის ალტერნატიული სცენარი
5 ნოემბერი, 2020, 13:28
2021-ს ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება - სებ-ის ალტერნატიული სცენარი
თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარით 2021 წელს, ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მიმდინარე წლის ვარდნა კი 5% იქნება. ამ შემთხვევაში 2021 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდება. თუმცა, სებ-მა ალტერნატიულ სცენარს გადახედა, რომლის მიხედვითაც, ზრდა მომდევნო წელს მხოლოდ 1% იქნება. ამ შემთხვევაში კი საქართველოს პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებისთვის 2 წელი არ ეყობა და 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა იმაზე მცირე დონეზე შენარჩუნდება ვიდრე ეს 2019 წელს იყო.

5%-იანი ეკონომიკური ვარდნის პირობებში, 2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13428 ლარიდან 12 793 ლარამდე შემცირდება. თუკი მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა 5% იქნება, ლარის გაუფასურების გამო დოლარში მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წლის მაჩვენებელს მაინც ვერ დაეწევა.

ეროვნული ბანკის ალტერნატიული სცენარი პანდემიისა და რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას განიხილავს.

„ამ რისკების რეალიზება რეცესიას გააღრმავებს და 2020 წლისათვის ეკონომიკური ვარდნა -5.5%-ს გაუტოლდება. ხოლო 2021 წელს, ეკონომიკური გაჯანსაღება საბაზო სცენართან შედარებით, დაყოვნებით და უფრო ნელი ტემპით განვითარდება (1% ნაცვლად 5%-ისა). „, - ვკითხულობთ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები