| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ბაზარზე არსებულ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და მიაჩნია, რომ აუცილებელია დროული ჩარევა.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას, ამავდროულად აზარალებს არა რაიმე კონკრეტულ მიმართულებებს, არამედ ყველას.
„მცირდება მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორებისთვის, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და იმპლემენტაცია. მცდარია მოსაზრება, რომ ლარის დევალვაცია პრობლემას უქმნის ბიზნესის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს (მაგალითად, მარტო იმპორტიორებს). სინამდვილეში, ზარალდება ყველა, რადგან ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, შესაბამისად მცირდება კომპანიების შემოსავლები, უარესდება ფინანსური უწყისები, უარესდება ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები და სხვა. აქვე, ძალზედ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკას გაუფასურებული კურსის შედეგად ჯერ-ჯერობით იმპორტის ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია“, - ნათქვამია ასოციაციის გავრცელებულ განცხადებაში.
ლარზე წნეხის ფაქტორები (სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება, ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომი ვნებათღელვა) ასოციაციისთვის გასაგებია, თუმცა დროული ჩარევა აუცილებლად მიაჩნიათ.
„ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი და ლარის ყოველი მომდევნო გაუფასურება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს და ეკონომიკას, მის როგორც რეალურ, ასევე ფინანსურ სექტორს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ზეწოლის შესამცირებლად, სავალუტო აუქციონების მეშვეობით უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება და შეავსოს ვალუტის ის დანაკლისი, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო წარმოიქმნა.
BAG-ში იციან, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. თუმცა აღნიშნავენ, რომ როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს COVID 19-ით გამოწვეული უპრეცენდენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის გამო, ლარი, სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება.
ამავდროულად ასოციაცია მზადაა მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან გააგრძელოს დიალოგი არსებული მდგომარეობის განსახილველად. „მინიმუმ პანდემიის პერიოდში, უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები, რომლებიც დააბრუნებს სავალუტო ბაზარს წონასწორობის მდგომარეობაში და ძალიან მძიმე დარტყმას ააცილებს ქართულ ბიზნესს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss