| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - დასავლეთ ევროპის ქვეყნების ინდექსებმა ხუთშაბათის ვაჭრობაზე ორკვირიანი მაქსიმუმი დააფიქსირეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ უცნობია.
რეგიონის უმსხვილესი მწარმოებლების ჯამური ინდექსი Stoxx Europe 600 1,05%–ით გაიზარდა და 367,12 პუნქტი
შეადგინა.
ბრიტანული ინდიკატორი FTSE 100 0,39%–ით გაიზარდა, გერმანული DAX - 1,98%–ით, ფრანგული CAC 40 - 1,24%–ით. იტალიური FTSE MIB და ესპანური IBEX 35, შესაბამისად, 1,93%–ით და 2,1%–ით.
მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ამერიკის ბირჟებზეც, სადაც ზედიზედ მეოთხე სესია დაიხურა პლუსში და შესაძლოა აპრილის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებზეც გავიდეს.
Dow Jones Industrial Average–ს ინდექსი სესიის დახურვისას 542,52 პუნქტით გაიზარდა (+1,95%) და 28390,18 პუნქტი შეადგინა. Standard & Poor's 500 67,01 პუნქტით (+1,95%) - 3510,45 პუნქტამდე გაიზარდა. Nasdaq Composite–მ 300,15 პუნქტი (+2,59%) დაიმატა და 11890,93 პუნქტი შეადგინა.
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან Dow Jones 7,1%–ით გაიზარდა, ხოლო S&P 500–მა და Nasdaq–მა ამავე პერიოდში, შესაბამისად, 7,4%–ით და 9%–ით მოიმატეს.
ხუთშაბათის ვაჭრობებზე ტექნოლოგიური სექტორის კომპანიები
ლიდერობდნენ. Facebook Inc.–ისა და Amazon.com Inc.–ის აქციების ფასი 2,5%–ით გაიზარდა.
Netflix Inc.–ის – 3,4%–ით, Apple Inc.–ის – 3,6%–ით, ხოლო Microsoft Corp.–ის –
3,2%–ით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss