ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბელარუსში საზეიმოდ გახსნილმა ატომურმა ელსადგურმა გენერირება შეწყვიტა
10 ნოემბერი, 2020, 19:43
ბელარუსში საზეიმოდ გახსნილმა ატომურმა ელსადგურმა გენერირება შეწყვიტა

თბილისი (GBC) - ბელარუსის ატომურმა ელექტროსადგურმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზეიმო ვითარებაში გახსნეს, ელექტროენერგიის გენერირება დროებით შეწყვიტა. „ბელაესზე ელექტროენერგიის გამომუშავება ამ მომენტში არ ხდება“, – აცნობა „ინტერფაქსს“ სამშაბათს, 10 ნოემბერს ელექტროსადგურის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა.


სააგენტოს წყაროს გენერირების განახლების ვადების დასახელება გაუჭირდა. ბელარუსის ენერგეტიკის მინისტრმა გუშინ, 9 ნოემბერს განაცხადა, რომ აეს–ზე აუცილებელია მოწყობილობების შეცვლა.

ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოწყობილობების შეცვლის პროცესში რადიაციული და ბირთვული საფრთხეები არ არსებობს. „ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებას პერსონალი და ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს, რომლებიც საშტატო რეჟიმში ფუნქციონირებენ“, – უთხრა „ინტერფაქსს“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა.

ბელარუსის ატომური სადგური რუსულმა გიგანტმა „როსატომმა“ ააშენა და ქვეყნის ენერგოსისტემას ერთი კვირის წინ, 3 ნოემბერს დააერთეს. ობიექტის პირველი ენერგობლოკის საზეიმო გახსნის ცერემონია ბოლშევიკური რევოლუციის წლისთავს, 7 ნოემბერს დაამთხვიეს. ღონისძიებას რუსეთის ელჩი ბელარუსში დმიტრი მეზენცევი დაესწრო. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები