ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რითეილ ასოციაცია ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს
12 ნოემბერი, 2020, 14:40
რითეილ ასოციაცია ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს

თბილისი (GBC) - რითეილ ასოციაცია, ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს.როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, გლობალური პანდემიის პირველი ტალღის დროს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი კომპანიების უდიდეს ნაწილს დაეხმარა გადარჩენაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ლოქდაუნით გამოწვეულ სირთულეებთან ადაპტაციაში, თუმცა საგადასახადო შეღავათების ექვსთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი მხარდაჭერის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

„როგორც ვხედავთ, პანდემიის მეორე ტალღა კიდევ უფრო აგრესიულია და მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ლოქდაუნის გარეშე ხდება პანდემიის კონტროლი, გაუარესებული ეკონომიკური ვითარება, მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობით განპირობებული ფასების ზრდა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სექტორს.

მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ როგორც სამუშაო ადგილები, ასევე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და დავფაროთ ის დამატებითი დანახარჯები, რაც აუცილებელია სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან“,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები