ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
თურქეთი ნახჭევანში რკინიგზას გაიყვანს
13 ნოემბერი, 2020, 17:06
თურქეთი ნახჭევანში რკინიგზას გაიყვანს

თბილისი (GBC) - კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე“ თურქეთი აზერბაიჯანის ავტონომიურ ნახჭევანში რკინიგზას გაიყვანს. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მა ადილ კარაიმაილოღლუმ განაცხადა.

„კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ნახჭევანის მიმართულებით რკინიგზის მშენებლობას ვგეგმავთ. წინასწარი კვლევები მალე დასრულდება“, – ციტირებს მინისტრს თურქული სააგენტო „ანადოლუ“.

ყარაბაღისთვის სომხეთ–აზერბაიჯანის ომის 10 ნოემბრის, თბილისის დროით 01:00 საათიდან დასრულებულად გამოცხადების შესახებ შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მე–11 პუნქტის თანახმად, რეგშიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები უნდა განიბლოკოს. სომხეთი უზრუნველყოფს დასავლეთ აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიასთან დამაკავშწირებელი სახმელეთო სატრანსპორტო კავშირს, მგზავრების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების ორივე მიმართულებით შეუფერხებლად გადაადგილებისთვის. ამ მაგისტრალზე გადაადგილების უსაფრთხოებას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეები უზრუნველყოფენ.

ამ ეტაპზე უცნობია, გეგმავს თუ არა აზერბაიჯანი რკინიგზის მშენებლობას ნახჭევანამდე, რაც თურქეთთან კავშირს უზრუნველყოფს. დღეისათვის აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზები ერთმანეთს ერთადერთი მაგისტრალით, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით უკავშირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები