ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ივენთ კომპანიებისთვის სესხის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
16 ნოემბერი, 2020, 11:44
ივენთ კომპანიებისთვის სესხის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისი (GBC) - ივენთ კომპანიებისთვის სესხის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.

პროგრამა ითვალისწინებს იმ ივენთ კომპანიებისთვის აღებული სესხების სუბსიდირებას, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა, შეუმცირდათ შემოსავალი და ვერ ახერხებენ ბანკში აღებული სესხის მომსახურებას.

მექანიზმის ფარგლებში,  „აწარმოე საქართველოში“ 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

სუბსიდირების თანხა შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სესხის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების დასაფარად.

პირობების მიხედვით, ბანკის სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე; მეწარმეს უნდა ჰქონდეს სესხის  მიზნობრიობის დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ სესხის არანაკლებ 80%-ის შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენას მოხმარდა.

თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული.




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები