ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TEP- EVENT-ის დათხოვილი 25 თანამშრომელი და დასაფარი $ 140 000 სესხი
16 ნოემბერი, 2020, 17:19
TEP- EVENT-ის დათხოვილი 25 თანამშრომელი და დასაფარი $ 140 000 სესხი

თბილისი ( GBC) - უმუშევრად დარჩენული 25 თანამშრომელი და შეჩერებული საქმიანონა - ასეთია ივენთ კომპანია TEP EVENT-ის (შპს „მთარგნელობითი აპარატურა პლუსის“ ბრენდი). 


კომპანიის დამფუძნებლის ეკა ჩოჩუას (50% - ეკა ჩოჩუა, 50%- გოგა ასკურავა) თქმით, პანდემიის გამო იძულებულები გახდნენ საქმიანობა მიმდინარე წლის თებერვალში შეეჩერებიათ. შედეგად  კომპანია რთულ ფინამსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ერთ -ერთ ბანკში აღებული $ 140 ათასიანი სესხის გასტუმრებაში პრობლემები შეექმნა.

 

 „თვეში სხვადასხვა ტიპის,  დაახლოებით, 15 სხვადასხვა ზომის ღონისძიებას ვუკეთებდით ორგანიზებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.  დღეს ამის საშუალება აღარ გვაქვს“,-აცხადებს ჩოჩუა. 


მისი თქმით, ივენთ კომპანიებისთვის სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ჯერ კონსულტაციებს კომპანიის იურისტთან გაივლის. 


ივენთ კომპანიებისთვის სესხის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება 16 ნოემბრიდან დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.


პროგრამა ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. 


მეწარმეს უნდა ჰქონდეს სესხის  მიზნობრიობის დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ სესხის არანაკლებ 80%-ის შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენას მოხმარდა. 


თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები