ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გაზპრომის კონკურენტი. აზერბაიჯანი მზადაა ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად
16 ნოემბერი, 2020, 11:09
გაზპრომის კონკურენტი. აზერბაიჯანი მზადაა ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად

თბილისი (GBC) - ტრანსადრიატიკული გაზსადენი (Trans Adriatic Pipeline, TAP) მზადაა ევროპის ქვეყნებში აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის კომერციული მიწოდებისთვის. ოთხნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ სალონგიკში გაზსადენი კომერციული ოპერაციების სტადიაზე გადავიდა.

„კომპანია BP, როგორც TAP-ის აქციონერი, მოხარულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შაჰ–დენიზის საბადოს დამუშავების მეორე სტადიისა და გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტები სისრულეშია მოყვანილი. ეს პროექტები ისტორიაში შეცვლიან კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ რუკას, დააკავშირებს რა ადგილობრივ მარაგებს ევროპასთან. ამ სამუშაოების დასრულება საშუალებას გვაძლევს, წლის ბოლომდე დავიწყოთ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპის ქვეყნებში“, – აცხადებენ კონსორციუმში TAP AG, რომელმაც გაზსადენი ააშენა.

TAP AG–ში მილსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ 13 ოქტომბერს განაცხადეს. TAP–ის საერთო სიგრძე 878 კმ–ს შეადგენს, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გადის, 215 კმ – ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ – ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე. TAP გაზის სამხრეთის დერეფნის ბოლო კომპონენტია, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში გადატუმბავს.

გაზის სამხრეთის დერეფნის შემადგენელი კომპონენტებია: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (ბაქო–თბილისი–ერზრუმი), ტრანსანატოლიის გაზსადენი (თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთის საზღვრამდე) და ტრანსადრიატიკის გაზსადენი.

გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 10 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. მილსადენის გამტარუნარიანობა გადატვირთული გაზის მოცულობის გაორმაგების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ღირებულება 4,5 მლრდ ევროს შეადგენს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთი სულ უფრო ამცირებს რუსული გაზის შესყიდვებს და უპირატესობას აზერბაიჯანულ საწვავს ანიჭებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები