ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
უმსხვილესი საწვავიმპორტიორები ზარალზე არიან
17 ნოემბერი, 2020, 17:24
უმსხვილესი საწვავიმპორტიორები ზარალზე არიან
თბილისი (GBC) საწვავის იმპორტიორები ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელები არიან. მიმდინარე წლის 9 თვეში ბენზინის, დიზელისა და სხვა ნავთობპროდუქტების გადასახადების სახით ბიუჯეტში 360 მლნ ლარზე მეტი შევიდა. კერძოდ, ბენზინის გადასახადიდან ბიუჯეტში 181.3 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 21.5 მლნ ლარით ჩამორჩება, დიზელიდან ბიუჯეტში 159.5 მლნ ლარი შევიდა, ხოლო სხვა ტიპის ნავთობპროდუქტებიდან 14.2 მლნ.

მიუხედავად იმისა რომ საწვავის იმპორტიორების შემოსავლები მზარდია, გასული წელი უმსხვილესი იმპორტიორების ნაწილმა ზარალით დაასრულა. კერძოდ, ზარალზეა კომპანია სოკარი და ლუკოილი. კომპანიების 2019 წლის ფინანსური ანგარიშების შედეგი შემდეგია:

სოკარ ენერჯი ჯორჯიას შემოსავალმა 1 794 804 000 ლარი შეადგინა. ჯგუფს აკონტროლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია, რომელსაც კომპანიის საწესდებო კაპიტალის 75.505% ეკუთვნის. ჯგუფის არასაკონტროლო პაკეტს ფლობენ „Intersun Holding FZCO“ (8.165%) და „EVENTUS GENERAL TRADING FZE“ (16.33%). ჯგუფმა 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის განმავლობაში გასწია წმინდა ზარალი 91,130 ლარის ოდენობით და ამ თარიღის მდგომარეობით ჯგუფს ჰქონდა ნეგატიური წმინდა აქტივები 97,505 ლარის ოდენობით, ხოლო მისმა მიმდინარე ვალდებულებებმა მის მიმდინარე აქტივებს 574,935 ლარით (2018 წ.: 538,508 ლარი) გადააჭარბა.

ლუკოილს დაარსებიდან დღემდე მხოლოდ ერთი დამფუძნებელი ჰყავს კომპანია LUKOIL Europe Holdings B.V. რომელიც რეგისტრირებულია ამსტერდამის სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომერციულ რეესტრში. 2019 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 248,112,000 ლარს შეადგენს, ხოლო საანგარიშო პერიოდის წმინდა ზარალი 3,237,000 ლარს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის გრძელვადიანი აქტივების ღირებულება შეადგენს 22,510,000 ლარს, ხოლო საკუთარი კაპიტალი - 7,113,000 ლარია.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები