ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ილონ მასკი მესამეა უმდიდრესთა რეიტინგში
19 ნოემბერი, 2020, 11:52
ილონ მასკი მესამეა უმდიდრესთა რეიტინგში

თბილისი (GBC) - კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს გაუსწრო და მესამე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგშია ნათქვამი (Bloomberg Billionaires Index (BBI)).

ოთხშაბათის ვაჭრობებზე მასკის ქონება $10,2 მლრდ–ით – $120 მლრდ–მდე გაიზარდა. ცუკერბერგმა ერთ დღეში $1 მლრდ–ზე მეტი დაკარგა და მეოთხე ადგილზე ჩამოინაცვლა. დღეის მდგომარეობით მისი კაპიტალი $103 მლრდ–ს შეადგენს.

მოვლენების ასეთი განვითარება Tesla–ს შესახებ ცნობებმა განაპირობა. დეკემბერში კომპანია S&P 500–ის ინდექსში დაემატება. ამ ახალი ამბის შემდეგ, სამშაბათს, კომპანიის აქციების ფასი 8,2%, ხოლო ოთხშაბათს – 10,2%–ით გაიზარდა.  

BBI–ს რეიტინგის პირველი ნომერია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც $183 მლრდ–ს შეადგენს. მეორე ადგილს Microsoft–ის დამფუძნებელი ბილ გეითსი იკავებს, თავისი $128 მლრდ–ით.

ამერიკული კომპანია Tesla 2003 წელს დაფუძნდა როგორც ელექტრომობილებისა და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მწარმოებელი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები