ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დღგ-ს გადამხდელებს ₾1 მლრდ დაუბრუნდება
19 ნოემბერი, 2020, 14:25
დღგ-ს გადამხდელებს ₾1 მლრდ დაუბრუნდება
თბილისი (GBC) - ივანე მაჭავარიანი დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, 17 ნოემბრიდან ამოქმედდა სისტემა, რომლის შედეგადაც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური - თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. მისი თქმით, გაიწია მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა საბოლოოდ გასწორებულიყო ბაზები, ასევე, დაიხვეწა რისკის პროგრამა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს პროცესი.
„2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან, დაუბრუნდა 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარამდე იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, დღევანდელი კონტექსტის, დღევანდელი საბიუჯეტო წნეხის გათვალისწინებით, რომელიც გამომდინარეობს შემოსავლების კლებიდან. ვფიქრობ, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ბიზნესსექტორი, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევა გვსურდა, რომ ყველანი უფრო მეტი ოპტიმიზმით აქტიურად შევუდგეთ იმ აღდგენის პროცესს, რომელიც 2021 წელს გველოდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები