| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჯორჯიან პროდაქტსმა (GEOP, საინვესტიციო კაპიტალი $2 მლნ) თვეში 40 ტონა ძაღლის საკვების ევრკავშირში ექსპორტი უკვე დაგეგმა. ადგილობრივ დისტრიბუტორებთან კონტრაქტები გააფორმა.
კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის დავით ბარდაველიძის თქმით, კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია პრემიუმ კლასს განეკუთვნება და ევროკავშირის ბაზარზე კგ 10-14 დოლარად გაიყიდება. საბოლოო პროდუქტის მისაღებად კომპანიას ნედლეული ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ ამერიკიდან, კერძოდ ბრაზილიიდან შემოაქვს.
მისი თქმით, წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება ჯერჯერობით დაშვებული არ არის და ამ უფლების მისაღებად საქართველოს გარკვეული პროცედურების გავლა და სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს.
ჯორჯიან პროდაქტსმა“ ორი კონტეინერი, 40 ტ ძაღლის საკვები გააგზავნა აშშ-იც, სადაც შესვლა უფრო მარტივი აღმოჩნდა. მიზეზად ბარდაველიძე ნაკლებ ბიურაკრატიას ასახელებს. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად კავშირის წევრი ოცდაშვიდივე ქვეყნის თანხმობაა საჭირო, რაც რთული პროცედურაა.
ბარდაველიძის თქმით, „ ჯორჯიენ პროდაქტსი“ მხოლოდ ექსპორტზეა ორიენტირებული და ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზრის ათვისება - მონიტორინგი დღის წესრიგში არ დგას.
მან სახელმწიფოს ერთობლივ ძალისხმევაზეც აღნიშნა, ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობისთვის, ევროკავშირის საიტზე რომ აიტვირთა ნებართვა, რომელიც საქართველოს ექსპორტის საშუალებას აძლევს. აღნიშნა, რომ ამიერიდან ყველა შეძლებს, მთავარია საწარმოპს ჰქონდეს ISO 22-ის სტანდარტი.
ჯორჯიან პროდაქტსის კონტრაქტორი უმსხვილესი კომპანია Costco-ა. ჯორჯიან პროდაქტსის წარმოებულ შინაური ცხოველების ავეჯი მოთხოვნადია სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის აშშ-ში. http://geoproducts.ge/catalogue
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss