ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპანიებს შემოსავლები 50%-ით შეუმცირდა
23 ნოემბერი, 2020, 11:22
კომპანიებს შემოსავლები 50%-ით შეუმცირდა
თბილისი (GBC) - ინვესტორთა საბჭომ და EBRD-მა ბიზნესზე Covid19-ის გავლენაზე რიგით მე-2 კვლევა გამოაქვეყნა. 11/09-2/10 ჩატარებულ კვლევაში 774 კომპანია მონაწილეობდა..

მოთხოვნის შემცირება არის COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა ყველა სექტორისთვის. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული კომაპანიების 68%-ში უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება 2020 წლის მაისის შემდგომ. ეს ციფრი მცირედით შეიცვალა აპრილის კვლევის 65% მაჩვენებელთან შედარებით. საზღვრების ჩაკეტვამ რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დააზარალა სასტუმროები და კვების ობიექტები, რომელთა 84%-ს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავლები. აპრილის კვლევასთან შედარებით პოზიტიურია რესპონდენტების მოლოდინები და თუ წინა კვლევის დროს კომპანიების ნახევარი მომავალი სამი თვის განმავლობაში პროგნოზირებდა შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით), ამ ეტაპზე აღნიშნული მოლოდინი კომპანიების მხოლოდ მეხუთედს აქვს. აპრილთან შედარებით, გამოკითხულთა თითქმის თანაბარი ოდენობა (დაახლოებით 66%) სასტუმრო და კვების სექტორში მაინც მოელის შემოსავლების 50%-ზე მეტ შემცირებას. კვლევის მიმდინარეობისას თვალსაჩინო გახდა სხვა გამოწვევებიც. COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეების თვალსაზრისით, გამოიკვეთა შემდეგი ტიპის საკითხები:

1) ჩაკეტილ საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემა გამწვავდა ყველა კომპანიისთვის, განსაკუთრებით თვითდასაქმებული რესპონდენტებისთვის (საკითხი პრობლემურია გამოკითხულთა 39%-ისთვის, აპრილის 28%-თან შედარებით);

2) თვითდასაქმებული და მიკრო საწარმოების დაგვიანებული გადახდები კლიენტებისგან (მიაღწია 22% და 33%-ს, აპრილის 15% და 24%-თან შედარებით);

3) ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებული სირთულეები ძირითადად მიკრო და მცირე ზომის კომპანიებზე აისახება (გაიზარდა 49% და 56%-მდე, აპრილის 39% და 49%-თან შედარებით).

მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები თითქოს ნაკლებად პრობლემური გახდა ყველა კომპანიისთვის, რადგან გამოკითხულმა კომპანიებმა დაიწყეს ახალ რეალობასთან მორგება. რესპონდენტების მიერ დაფიქსირებულ პასუხებს შორის შემცირდა კომპანიების ოდენობა, რომელმაც მიწოდების ჯაჭვის სირთულეები დაასახელა, როგორც COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 33%-დან 13%-მდე. თუმცა, როდესაც კომპანიებს დაუსვეს შეკითხვა თუ ამჟამად რამდენად განიცდიან მიწოდებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს, გამოკითხულთა თითქმის 80%-ის პასუხი დადებითია. ტრანსპორტირების გაზრდილი ფასი დასახელებულია მიწოდების ჯაჭვის შეფერხების მთავარ პრობლემად, რასაც მოჰყვება ქვეყნებს შორის ტრანსპორტირების შემცირება და მომწოდებლების ან მომხმარებლების მიერ საქმიანობის შეწყვეტა.

კომპანიების მიერ 2020 წლის მაისის შემდეგ განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა ზეწოლა ლიკვიდობაზე. რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებსაც უკვე დაუდგათ ლიკვიდობის პრობლემა, სექტემბრის ბოლოს შემცირდა აპრილის 28%-დან 10%-მდე. კომპანიებს შორის, ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილები დიდი ზომის კომპანიები არიან, გამოკითხულთა დაახლოებით 70% არ ელოდება ლიკვიდობასთან დაკავშირებულ რაიმე სახის პრობლემას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები