ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ჩინეთში
25 ნოემბერი, 2020, 11:08
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ჩინეთში

თბილისი (GBC0 -2020  წლის იანვარ - ოქტომბერში საქართველომ ჩინეთში $ 418,8 მლნ-ს პროდუქცია გაყიდა. საქსტატის მონაცემებით, ჩინეთში განხორციელებული ექსპორტი საქართველოს მთლიანი ექსპორტის 15,4 %-ს შეადგენს. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ჯამური ღირებულებს $ 572,8 მლნ-ს აჭარბებს და და საქართველოს მთლიანი იმპორტის 8,9 %-ს შეადგენს.

საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი ჩინეთში სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. საქსატის მონაცემებით,საქართველომ ჩინეთში  $ 350 მლნ-ის  237.7 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები გაყიდა. მეორე ადგილზე ძვირფასი მადნები და კონცენტრატებია - $ 33.7 მლნ/ 12.1 ათასი ტონა. $10.8 მლინ-ით საექსპორტო სამეულშია ყურძნის ნატურალური ღვინოები.

ჩინეთიდან იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის სამეული ასეთია:

1 ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $21. 6 მლნ/ 30.9 ათასი ტონა

2 გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები -$ 16.7 მლნ/ 261 ტონა

3 საბურავები რეზინის პნევმატური სალტეები -$17.1 მლნ/ 6.9 ათასი ტონა

საქართველოს ჩინეთთან უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს,რომელიც $ 154  მლნ-ს აღემატება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები