| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Facebook თავისი კრიპტოვალუტის Libra გამოშვებას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Financial Times პროექტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გაზეთის მონაცემებით, კრიპტოვალუტის მასშტაბები გაძილებით მოკრძალებული იქნება, ვიდრე ეს ადრე იგეგმებოდა.
ერთ–ერთი წყაროს ცნობით, ასოციაცია Libra
თავიდან მხოლოდ ერთ მონეტას გამოუშვებს, რომელიც დოლარით იქნება
უზრუნველყოფილი კურსით ერთი–ერთზე. ციფრული მონეტის გამოშვების ზუსტი თარიღი იმაზეა
დამოკიდებული, თუ როდის მიიღებს პროექტი შვეიცარიის საფინანსო ბაზრის დასტურს. ამ ეტაპზე
მონეტის გამოშვება იანვარში იგეგმება.
Facebook–მა
კრიპტოვალუტის ტესტირება 2019 წელს დაიწყო. მაშინ სოციალური ქსელი პოტენციური კლიენტების
ბაზის მოცულობად 1,7 მლრდ ადამიანს ვარაუდობდა. მაგრამ, ფინანსური რეგულატორები შეშინდნენ,
რომ კლიპტოვალუტა ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ქვეყნების მონეტარულ სუვერენიტეტზე და
ფულად–საკრედიტო პოლიტიკაზე. Facebook–ის კრიპტოვალუტის იდეა მთელი რიგი ქვეყნების მთავრობებმა გააკრიტიკეს,
მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, აშშ–მა და რუსეთმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss