| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თურქეთის მშპ მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 15,6%–ით გაიზარდა. ამპრილ–ივნისში ამ მაჩვენებლის ვარდნამ 11% შეადგინა, წერს Financial Times.
წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით ზრდამ 6,7% შეადგინა.
თურქეთის ეკონომიკას გამოცოცხლებაში მოხმარების, იმპორტისა და ინვესტიციების ზრდა დაეხმარა.
თურქეთის ხელისუფლებამ კრიზისის საპასუხოდ დასწია ისედაც დაბალი საპროცენტო განაკვეთები,
რამაც ეკონომიკა იაფი კრედიტებით მოამარაგა. დაკრედიტების მოცულობა 2–13 წლის შემდეგ
ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა.
მესამე კვარტალში იმპორტი თითქმის 16%–ით გაიზარდა
(წლიურ გამოსახულებაში), თუმცა ექსპორტი 22%–ით შემცირდა. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი
დამატებითი წნეხი აღმოჩნდა თურქული ეროვნული ვალუტისთვის. აგვისტოსა და სექტებმერში
ლირამ რეკორდული მინიმუმები დააფიქსირა და გაუფასურება მეოთხე კვარტალშიც გრძელდება.
ქვეყნის ფინანსთა მინიმტრმა ბერათ ალბაირაკმა, რომელიც
ერდოღანის სიძეა, თანამდებობა ნოემბრის დასაწყისში დატოვა და ამის მიზეზი ლირას რეკორდული
გაუფასურება გახდა. სააგენტო Bloomberg-მა ლირა წლის ყველაზე ცუდ
ვალუტად დაასახელა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss