| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - OPEC+ ნავთობმოპოვების მოცულობის გაზრდაზე შეთანხმდა – ნავთობი მაინც ძვირდება. ნავთობის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეილების ფონზე „შავი ოქრო“ მკვეთრად ძვირდება. პარასკევს, კვირის ბოლო ვაჭრობაზე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, თებერვალში მიწოდების პირობით, თბილისის დროით 09:53 საათისთვის, 2,07%–ით არის გაზრდილი და ბარელი $49,72 ღირს. ამერიკული WTI 1,82%–ით არის მომატებული და ბარელი ამ დროისთვის $46,48–ად იყიდება.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და 10 პარტნიორი ქვეყანა (OPEC+) ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, ნავთობმოპოვების დღე–ღამეში 500 000 ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ, 2021 წლის 1–ლი იანვრიდან. ეს შეთანხმება ერთ თვეს იმოქმედებს, ხოლო ყოველი მომდევრო თვის მოცულობებს ყოველთვიურ შეხვედრებზე დაადგენენ, ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
ასე რომ, ნავთობმოპოვების მოცულობების ზრდა უფრო დაბალი ტემპით მოხდება, ვიდრე მანამდე აპირებდნენ. კარტელის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდება, რის გამოც საწვავზე მოთხოვნა შემცირებულია. გარდა ამისა, კარტელის ექსპერტები იმ გარემოებასაც ეყრდნობიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ერთდროულად ვერ გახდება და პროცესი თვეების განმავლობაში გაიწელება, წერს სააგენტო DPA.
„ვაქცინის მიწოდების ორგანიზება საკმარისი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, თუ უფრო მნივშნელოვანი არა, რომ ხალხმა აცრები ჩაიტაროს“, – აღნიშნა კარტელის გადაწყვეტილების საკითხთად დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა მბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა.
ნავთობმოპოვების მკვეთრი შემცირების გადაწყვეტილება
ექსპორტიორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გაზაფხულზე, კორონავირუსის ევროპაში გავრცელების
ფონზე ენერგომატარებლებზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასები მკვეთრად დაეცა. თუ თებერვლის
შუა რიცხვებში Brent-ის მარკის ნავთობი $59 ღირდა, მარტის შუა რიცხვებში 1 ბარელის ფასი
$24–მდე დავარდა. ბაზარზე ვითარება იმანაც დაამძიმა, რომ მარტის დასაწყისში OPEC+ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ მოპოვების შემცირებაზე.
უკვე აპრილში გამართულ შეკრებაზე მხარეები მკვეთრ შეზღუდვებზე
შეთანხმდნენ და დაადგინეს, რომ ფორმატის წევრი ქვეყნები დღე–ღამეში, ჯამურად, 9,7 მლნ
ბარელით შეამცირებდნენ ნავთობმოპოვების მოცულობას. ეს მსოფლიო ბაზარზე მიწოდების
10%–ს შეადგენდა.
შეზღუდვების შერბილება აგვისტოში მოხდა, როდესაც ექსპორტიორები
მოპოვების დღე–ღამეში 2 მლნ ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss