ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
წყალი ნავთობის პრინციპით გაიყიდება
8 დეკემბერი, 2020, 12:41
წყალი ნავთობის პრინციპით გაიყიდება

თბილისი (GBC) - ამერიკულ ბირჟაზე უკვე მიმდინარე კვირაში დაიწყება წყლის ფიუჩერსებით ვაჭრობა ზუსტად ისე, როგორც ნავთობი და ოქრო იყიდება. ამის შესახებ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის ჯგუფის დოკუმენტებშია ნათქვამი.


წყლის ფიუჩერსებით ვაჭრობის გეგმების შესახებ პირველად სექტემბერში რაჟღერდა ტყის ხანძრების ფონზე, რომლებმაც აშშ–ის დასავლეთ სანაპირო გადაწვა. ასეთი კონტრაქტების წყალობით, ამერიკელი ფერმერები და მუნიციპალიტეტები წყალზე ფასის ზრდისა და დეფიციტისგან დაიზღვევენ თავს, წერს სააგენტო Bloomberg.

„კლიმატის ცვლილება, გვალვები, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და სათბური გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში, როგორც ჩანს, წყლის დეფიციტს და მასზე ფასის ზრდას მრავალი წლით განაპირობებს“, – ვარაუდობს RBC Capital Markets–ის ანალიტიკოსი და მმართველი დირექტორი დინი დრეი.

ბოლო მონაცემებით, დედამიწაზე დაახლოებით 2 მლრდ ადამიანი ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც უკვე აწყდებიან წყლის დეფიციტს. სულ რაღაც 4 წელიწადში ამ რესურსის დეფიციტის წინაშე მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი აღმოჩნდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები