| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტურიზმის ადმინისტრაციამ სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად 1.5 მლნ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. IDFI-ის მონაცემებით, აქედან მხოლოდ ერთი შესყიდვა განხორციელდა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც შპს “პრიმაქს ჯორჯიასთან” 348,500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. მილიონ ლარზე მეტი კი გამარტივებული წესით დაიხარჯა. 210,00 ლარამდე ხელშეკრულებები მიიღო შპს “სადეზინფექციო სამსახური სანიტარმა”, რომელიც 2020 წლის 2 მარტს არის რეგისტრირებული. 10,000 ლარზე მეტის ხელშეკრულება გაფორმდა შპს “Weekend”-თან, რომლის მფლობელი მმართველი პარტიის შემომწირველია.
არასამთავრობოს მონაცემებით, კარანტინის პერიოდში დაცვის მომსახურებაში 223,400 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 129,000 ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულება შპს “ჯეო სექიურითისთან” დაიდო. აღნიშნული კომპანიის 73%- ანი წილის მფლობელი ლევან ცაბაძეა, რომელიც ქართული ოცნების წევრი და 2018 წლამდე ასპინძის გამგებელი იყო.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაში, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ჯამურად, 73 მილიონ 300 ათას ლარამდე ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულება შეათანხმა შესყიდვების სააგენტოსთან.
სასტუმროებთან გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტესობა მოიცავდა კვებასაც, შესაბამისად გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციას კვებისთვის არ დაუქირავებია ცალკე კომპანია. სწორედ ამიტომ, ჯამში მხოლოდ 135,800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კვების მომსახურების მისაღებად. 20 აგვისტოს ადმინისტრაციამ 30,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს “ფარნავაზს”, რომელსაც 25 სექტემბრამდე უნდა გაეწია კვების მომსახურება სხვადასხვა აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. ამასთან, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო საკარანტინე სივრცეებში განთავსებული პირებისათვის კვების უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებლის მზად ყოფნა. აღნიშნული კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელია გელოდი კობალაძე, რომელმაც 2016 და 2018 წლებში ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს 60-60 ათასი ლარი შესწირა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss