| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ილონ მასკი ჩამოქვეითდა Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა სულ ცოტა ხნით შეინარჩუნა მსოფლიოს უმდიდრეი ადამიანების რეიტინგში მეორე პოზიცია. ოთხშაბათს, ერთ დღეში, მასკმა $8,9 მლრდ დაკარგა და მისი ქონება $135,8 მლრდ–მდე შემცირდა. ამის შესახებ Forbes Real-Time–ის რეიტინგის მონაცემებშია ნათქვამი.
შედეგად, მასკი რეიტინგში მესამე პოზიციაზეა.
ბანკი JPMorgan ოთხშაბათს
აცხადებდა, რომ Tesla-ს ფასი გადაჭარბებულია. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ელექტრომობილების
მწარმოებლის აქციების ფასი მკვეთრად, 7%–ით დავარდა. ბანკის ანალიტიკოსები ინვესტორებს
მოუწოდებენ, არ შეიტანონ საკუთარ პორტფელში კომპანიის აქციები, ვიდრე ისინი S&P 500
ინდექსში არ შევლენ, რაც 21 დეკემბერსაა დაგეგმილი.
„Tesla-ს ფასიანი ქაღალდების თანაფარდობა
შემოსავლის ნომინალურ გამოსახულებასთან ძალიან მაღალია ნებისმიერი კომპანიისთვის, ნებისმიერ
დარგში და ისტორიის ნებისმიერ მომენტში“, – ნათქვამია JPMorgan–ის ანგარიშში.
მანამდე, სამშაბათს, მასკი უმდიდრესთა რეიტინგში მეორე
ადგილზე აღმოჩნდა – 8 დეკემბრის ვაჭრობებზე მისი კაპიტალის მოცულობა $1,6 მლრდ–ით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss