| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა სტრუქტურამ SOCAR Trading თურქმენულლ ნავთობზე ტენდერი მოიგო.
ამის შესახებ Argus media–ზე დაყრდნობით აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტი წერს.
შედეგად, SOCAR Trading–მა თავის პორტფელში დააბრუნა ნავთობის ნაწილი, რომელსაც 2017 წლიდან Vitol თურქმენეთში ყიდულობდა. აღნიშნული ტენდერის შედეგად SOCAR Trading–მა ნავთობის ბაზრის ისეთი გიგანტები ჩამოიტოვა, როგორებიცაა ENOC, Vitol, Rosneft, Lukoil და Trafigura.
ბაზრის მონაწილეების აზრით, ტენდერის მოგებით შესაძლებელი ხდება თურქმენული ნედლეულის ტრანსპორტირების გაზრდა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის გავლით, რომელიც რუსულ მახაჩყალა–ნოვოროსიისკის ნავთობსადენს ჩაანაცვლებს თურქმენული ნავთობის გადასაზიდად.
სააგენტო რეპორტთან აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაცია
SOCAR–ის ვიცეპრეზიდენტმა ადნან ახმადზადემ დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, Eni
Turkmenistan 2021 წელს ყოველთვიურად 30–40 ათასი ტონა ნავთობის მიწოდებას გეგმავს.
მანამდე თურქმენეთის ეს ნავთობი ტანკერებით გადაიტვირთებოდა
მახაჩყალის პორტში და შემდეგ მილსადენით ნოვოროსიისკის პორტამდე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss