| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 3.8%-ით არის შემცირებული. კვლევითი ინსტიტუტი
ISET ელოდება რომ წლის ბოლომდე ეკონომიკა 4.4%-ით შემცირდება და არა 5%-ით როგორც
ამას მთავრობა და სსფ ელიან.
“წლის მესამე კვარტალში შეზღუდვების
მოხსნის შემდეგ ეკონომიკამ გამოცოცხლების ნიშნები აჩვენა. შიდა მოთხოვნის ზრდას
ხელი შეუწყო ფულადი გზავნილების მოცულობამ, ფისკალურმა ხარჯებმა და გაზრდილმა
საკრედიტო აქტივობამ. ამავე პერიოდში საგარეო მოთხოვნა კვლავ მცირე იყო, რისი
ერთ-ერთი მიზეზი ტურიზმის გაჩერებაა. გაიზარდა წარმოების ხარჯები, რამაც
ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურად იმოქმედა“, - განმარტავენ ISET-ში.
2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში
შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.9 მლნ აშშ დოლარი (562.3 მლნ
ლარი) შეადგინა, რაც 12.5%-ით (18.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ნოემბერის
ანალოგიურ მაჩვენებელზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss