| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გაზის კომერციული ტარიფის შენარჩუნებაზე "თბილისი ენერჯისთან" მთავრობის ფასილიტაციით ბიზნესია კმაყოფილია (ლობისტებმა განცხადება გაავრცელეს) , „თბილისი ენერჯის“ გარდა, რომელსაც სუბსიდირებული პურ-ფუნთუშეულის საწარმოების გარდა, ბიზნეს სექტორისთვის, 3 იანვრიდან 1მ³ 24 თეთრით უნდა გაეძვირებინა. კურსის ცვალებადობის სხვა პანდემიური ფაქტორებით, გაზის შესასყიდი ფასის მატების გამო.
ეკონომიკის მინიტრმა (მოვალეობის შემსრულებელი, გახარიას მიერ კაბინეტის განახლებამდე) ნათია თურნავამ კი საკოორდინაციო საბჭოს ხუთშაბათის სხდომის შემდეგ მედიას აუწყა, რომ საკითხი მოგვარებულია, ამ ეტაპზე. გამორიცხა კერძო კომპანიაზე მთავრობისგან რაიმე წნეხი და მიანიშნა ბიზნესის პასუხისმგებლობაზენნდა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაზე, თუმცა მომხმარებელიც ბიზნესია, რაზეც თურნავაც აღნიშნავდა მინისტრობის პერიოდში
ხუთშაბათსაც განაცხადა, რომ დაუშვებელია ბიზნესს გადაწყვეტილება ზეწოლით შეაცვლევინო და მთავრობის მეთოდი ყოველთვის კონსულტაციაა. დასძინა, რომ მთავრობაც ბევრჯერ დადგომია ბიზნესს გვერდით, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
შპს "თბილისი
ენერჯის" წლიური შემოსავალი (2019 წლის ანგარიშის თანახმად) 309 მლნ ლარია (2018 - 288 მლნ;
+ 7.3%Y.Y), წლის წმინდა მოგება 81 მლნ ლარი აქვს. 2018 წელს ზარალზე იყო. რაც სტუქტურულ
ცვლილებებს უკავშირდება, წინა მფლობელს სს „ყაზტრანსგაზი“ რომელსაც აკონტროლებდას ყაზახეთის
რესპუბლიკის მთავრობანსს „სამრუკის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მეშვეობით.
2018 წლის 4 ოქტომბერს
კომპანიის 100%-იანი წილი შეისყიდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიამ შპს
„ვოლთბეი“ , რომელიც
დარეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე 2016 წლის 30 აგვისტოს.
2018 წელს კომპანიის
საბოლოო მაკონტროლებელი მხარე იყო საქართველოს მოქალაქე - ხვიჩა მაქაცარია. 2019 წელს
მშობელ კომპანიაში 50%- იანი წილი შეისყიდა Weco investment and finance S.A.-მ
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss