| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დეკემბრის I ნახევარში იპოთეკურმა სესხებმა წლიური (Y.Y) 3% კლება აჩვენა. თიბისი კაპიტალის კვირის ინდიკატორებით, ზაფხულიდან გაცემულ იპოთეკურ პორტფელში, სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 1.3%პ-ით გაიზარდა.
იპოთეკური დაკრედიტება ნოემბერში შეკავებული იყო, გაცვლითი კურსის ვოლატილობის გამო. აღინიშნა წლიური (Y.Y) 27%-იანი კლება. რაც ვირუსის შემთხვევების მატებით, გამკაცრებული შეზღუდვებით და 2019 წლის ნოემბერში მაღალი საბაზისო ეფექტით აიხსნება
10.12.2020 -ის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების კვირის რეგისტრაცია, წლიურად 10%-ით შემცირებულია.
იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერი პროგრამა 1.07.2020-დან მოქმედებს, რაც 5 წლის განმავლობაში სესხის 4% სუბსიდირებას ითვალისწინებს. რაც მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებში შეძენილ ბინებზე ვრცელდება.სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე. პროგრამის გახანგრძლივებაზე საუბრობენ, მოქმედი დადგენილებით, განაცხადების მიღება 31.12.2020 -ს სრულდება
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss