| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მესტიის
ცენტრში არსებული სასტუმრო ,,ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც
უკანონოთ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. დატაცების ფაქტის გამოვლენა მოხდა მესტიის პოლიციის
განყოფილების თანამშრომელთა მიერ.
ენერგოპრო
ჯორჯიაში განმარტავენ, რომ მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წილწადში კატასტროფულად
გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის
მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.
„მაგალითად,
სასტუმრო ,,ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას.
შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს
12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას.
ელექტროენერგიის
გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება
ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის
განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოყავს. ამასთან, ენერგო-პრო
ჯორჯიას თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის
დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება“,
- განმარტავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ მესტია ელექტროენერგიას უფასოდ
იღებს. მთავრობის წევრები ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ რომ მესტიისთვის უფასო
ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდებოდა და მოსახლეობას მისი საფასურის გადახდა მოუწევდა,
თუმცა ამ დრომდე ეს ასე არ მომხდარა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss