| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC) - აშშ–ის განათლების მინისტრმა ბეტსი დევოსმა ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal წერს.
მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ განცხადებაში
დევოსმა კაპიტოლიუმზე პროტესტანტების თავდასხმას მისთვის „გარდამტეხი წერტილი“ უწოდა.
დევოსი მეორე ამერიკელი მინისტრია, რომელმაც ვაშინგტონში
მომხდარი არეულობის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება აშშ–ის
ტრანსპორტის მინისტრმა ალეინ ჩაომ მიიღო. სამინისტროს თანამშრომლებისადმი ღია წერილში
მან აღნიშნა, რომ გულგრილი ვერ დარჩებოდა განვითარებული მოვლენებისადმი.
აშშ–ის დედაქალაქში მომხდარი არეულობის ფონზე თანამდებობები
დატოვეს ასევე ტრამპის მრჩეველმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში რაიან ტულიმ და პრეზიდენტის
ადმინისტრაციის კიდევ ოთხმა თანამშრომელმა. მათ შორისაა პირველი ლედის აპარატის ხელმძღვანელი
სტეფანი გრიშემი, პრეს–მდივნის მოადგილე სარა მეტიუსი და საპროტოკოლო საკითხების მდივარი
რიკი ნიჩეტა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss