ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
G&T ინფლაციის ტემპის დაჩქარებას ელის
11 იანვარი, 2021, 13:08
G&T ინფლაციის ტემპის დაჩქარებას ელის

თბილისი (GBC) - საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის მოლოდინებით მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 4.5%-ს მიაღწევს. G&T მიმოხილვაში წერს რომ 2021 წელს ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს გაურკვევლობები ახლავს თან. ინფლაციის დონის შემცირებაზე დადებიტად იმოქმედებს მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, თუმცა მეორეს მხრივ ინფლაციაზე დამატებით წნეხს შექმნის კომერციული სექტორისთვის გაძირებული ელექტროენერგია. 

ამასთან, G&T-ში მიიჩნევენ რომ თუკი 2021 წელს ტურიზმი ნაწილობრივ აღდგება წლის განმავლობაში ლარის კურსი 3.1-იან ნიშნულზე შენარჩუნდება. 

დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. მიზეზი მთავრობის მიერ კომუნალურების სუბსიდირებაა. გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა სემეკის მონაცემები იმ აბონენტების შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს სუბსიდიით, ასევე ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში მთლიანად დახარჯული ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის ღირებულებაში სუბსიდიით მოსარგებლე აბობენტების მიერ დახარჯული ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის წილის შესახებ. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები