| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 11 იანვარს ჩაფრინდნენ მოსკოვში პუტინთან შესახვედრად. ამ ნახევრად გასაიდუმლოებული სამიტის შესახებ საზოგადოებას წლის პირველ დღეებში სომხური მედიისგან შეიტყო, როდესაც ფაშინიანი მოულოდნელად, გაურკვეველი მიზეზით გადავიდა თვითიზოლაციაში და მასთან ექიმების ჯგუფი მოსკოვიდან ჩავიდა. სწორედ რუსი ექიმები აკვირდებოდნენ ფაშინიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ზუსტად ასევვე გახდა ცნობილი რუსი ექიმების ილჰამ ალიევთან
გამოჩენის შესახებაც, წერს რუსული რადიოს „ექო მოსკვი“ ჟურნალისტი არკადი დუბნოვი,
რომელიც საერთაშორისო საკითხებს აშუქებს. მისივე თქმით, ამ პერიოდში უცნობი იყო, რა
რეჟიმში იმყოფებოდა ალიევი.
სამედიცინო უსაფრთხოების ასეთი ექსტრაორდინარული ზომების
მიღება არ არის გასაკვირი, თუ ვიცით, რა უპრეცედენტო ძალისხმევას მიმართავენ კრემლში
ბოლო წლის განმავლობაში, რათა პუტინს რამე ვირუსული დაავადება არ შეეყაროს. განსაკუთრებით
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს დღემდე არ გაუკეთებია კორონავირუსზე
აცრა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერია ცნობილი მიუხადავად იმისა, რომ რუსეთის
ჯანდაცვის სამინისტროს პუტინის ასაკის ხანდაზმულებს აცრის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.
ერთი სიტყვით, ასეთი სამიტის ჩატარება დღეს სარისკო
საქმეა, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტს სამხრეთკავკასიელლ სტუმრებთან პირისპირ მოუწევს
შეხვედრა.
ყარაბაღის სამიტის ინიციატორი თავად ვლადიმირ პუტინია.
მიჩი ჩატარების თარიღი და ფორმატი, როგორც დღისწესრიგი, არ შეთანხმებულა ყარაბაღის
დარეგულირების საკითხებში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან – აშშშ–თან და
საფრანგეთთან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კრემლი დაგეგმილი
სამიტის შესახებ მხოლოდ დეკემბრის ბოლოს შეიტყო და ეს შეტყობინება არა მოსკოვიდან,
არამედ სრულიად შემთხვევით მიიღო. მისი მცდელობა, გარკვეული განმარტებები მიეღო რუსეთის
ხელმძღვანელობის მხრიდან, წარუმატებელი აღმოჩნდა.
ჟურნალისტი წერს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელ
თამაშს თამაშობს და მას აქ რეალურად მხოლოდ თურქეთი უპირისპირდება. ცხადია, თურქეთის
პრეზიდენტი ერდოღანი საქმის კურსში იყო, რომ შეხვედრა გაიმართებოდა, თუმცა მისთვის
მოსაწვევი არავის გაუგზავნია. როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებებს პუტინი ალიევთან
და ფაშინიანთან როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატებში გამართავს.
ორი თვის განმავლობაში, 10 ნოემბრის შემდეგ, როდესაც
ყარაბაღში სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი, ბევრი პრობლემა დაგროვდა. მძიმედ მიმდინარეობს
აზერბაიჯან–სომხეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი.
ამასთან, რეგიონში დღემდე არ არის დარეგულირებული რუსი
სამშვიდობოების სტატიუსი. თუ ერევანთან მოსკოვმა უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს სამშვიდობო
ჯარების შეყვანის შესახებ, ბაქო დღემდე უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე. მოლაპარაკებებთან
დაახლოებული წყაროების ცნობით, აზერბაიჯანი ყარაბაღში შესასვლელი გზების კონტროლის
უფლებას ითხოვს, მათ შორის სომხეთიდან შემავალ სატრანსპორტო დერეფნებზე. ასევე, ბაქო
კატეგორიულად ითხოვს ნებისმიერი შეიარაფებული სომხური ფორმირებების განიარაღებას მთიანი
ყარაბაღის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ბაქო რუსი სამშვიდობოების კონტროლს დაქვემდებარებულ
ტერიტორიაზე მართვაში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლებასაც ითხოვს.
ბაქოს ეს სურვილები ნამდვილად არ ემთხვევა მოსკოვის
გეგმებს. ამ ფონზე საინტერესოა მოსკოვის მკვეთრი მოთხოვნა აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი,
სასწრაფოდ იპოვონ რუსული ვერტმფრენის Ми-24 დაღუპვაში დამნაშავეები, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების წინა
დღეს, 9 ნოემბერს ჩამოაგდეს.
დიდი ალბათობით, სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
თურქეთის გეგმებს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ბაზების განთავსებასთან
დაკავშირებით. ბოლო დღეებში ათობით ფრენები შეასრულეს თურქეთის სამხედრო სატრანსპორტო
თვითმფრინავებმა აზერბაიჯანში.
და რა თქმა უნდა, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება
სამხრეთ კავკასიაში ბაქოსა და ანკარის მიერ ახალი სატრანსპორიტო დერეფნების მშენებლობის
საკითხი, რომლებმას თურქეთი და აზერბაიჯანი (ნახჩევანი) უნდა დააკავშირონ სომხეთის
ტერიტორიის გავლით. თურქული ალიანსი ცდილობს მოსკოვი დაარწმუნოს, სომხეთის ამ ტერიტორიაზე
კონტროლის უფლებას მისცეს, რაც აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ევროპაში ახალი მარშრუტით,
საქართველოს გვერდის ავლით გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა.
თუ ამ სამიტზე მხარეების ურთიერთპრეტენციების გადაწყვეტა
ვერ მოხერხდა, რთული გამოსარიცხი გახდება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ პროცესების ხელახალი
გამწვავება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss