ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფოთის პორტს ტვირთბრუნვა უმცირდება
13 იანვარი, 2021, 11:25
ფოთის პორტს ტვირთბრუნვა უმცირდება

თბილისი (GBC) - პანდემიის მიუხედავად საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების მოცულობა მზარდია. 2020 წლის 11 თვეში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 31 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4 მილიონი ტონით მეტია.

იზრდება პორტების ტვირთბრუნვაც - გასული წლის იანვარ-ნოემბერში პორტებმა ჯამში 12.7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, წლიურად 0.1 მლნ ტონით მეტი.

შემცირდა მიღებული კონტეინერების მოცულობა და მან 374 379 TEU შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 460 ათასისა.

გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გაიზარდა ყველა პორტსა და ნავსადგურში გარდა ფოთის პორტისა. კერძოდ, ფოთის საზღვაო ნავსადგურში 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა რაც წლიურად 12.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 11 თვეში 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წლიურად 17.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში 3.1 მლნ ტონამდე გაიზარდა სუფსის საზღვაო ტერმინალის დატვირთვა, წლიური ზრდა 14.8%-ია.

ყულევის საზღვაო ნავსადგურმა 1.3 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, ნაცვლად წინა წლის 1.2 მლნ ტონისა.

გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა შემცირდა ფოთის პორტში თუმცა გაიზარდა ბათუმის შემთხვევაში: ფოთის პორტმა წლის 11 თვეში 294 ათასი Teu კონტეინერი მიიღო - წლიურად 24%-ით ნაკლები. ბათუმმა კი 79 ათასი TEU ერთეული კონტეინერი მიიღო - წლიურად 9000 ერთეულით მეტი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები