| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუნდი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად $1,9 ტრლნ–ს ამზადებს. ამ გეგმის დეტალები ბაიდენმა ხუთშაბას საღამოს წარმოადგინა. დახმარების პაკეტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: პირდაპირი გადახდების მოსახლეობისთვის, მცირე ბიზნესის დახმარება და კორონავირუსთან ბრძოლის დაფინანსება.
ბაიდენის თქმით, „სასწორზე ერის ჯანმრთელობა დევს“ და
მოქმედება „ახლავეა“ საჭირო. მილიონობით ამერიკელისთვის ერთჯერადი გადახდის მოცულობა,
რომლის გადაწყვეტილებაც დეკემბერში მიიღეს, $600–დან $2 000–მდე გაიზარდა. მხოლოდ ამ
მიზნით, მთლიანობაში, დაახლოებით $1 ტრლნ დაიხარჯება.
$415 მლრდ კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება: აქედან
$50 მლრდ – ტესტებზე, ხოლო $20 მლრდ – ვაქცინებზე. კიდევ $440 მლრდ დაიხარჯება მცირე
ბიზნესისა და ადგილობრივი თემების დასახმარებლად. აშშ–ის კონგრესში დემოკრატების ლიდერებმა
უკვე მოიწონეს ბაიდენის პროგრამა.
ანალიტიკოსების გაანგარიშებით, პანდემიის გამო 22 მილიონმა
ამერიკელმა დაკარგა სამსახური. აქედან მხროლოდ 12 მლნ სამუშაო ადგილის აღდგენა მოხერხდა.
ქვეყანაში ინფიცირების შედეგად 385 000 ადამიანი გარდაიცვალა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss