| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Colliers International Georgia საცხოვრებელი უძრავი
ქონების ბაზრის 2020 წელს აჯამებს. გასულ წელს, ტრანზაქციების რიცხვი ახალ და ძველ
პროექტებში 18%-ით არის შემცირებული.
სუბსიდირების პროგრამის შედეგად, გასული წლის მეორე
ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალაშენებული ბინების ბაზარი
13%-ით გაუმჯობესდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი მთაწმინდაზე 9%-ით
გაიზარდა, გლდანში და ნაძალადევში კი 7%-ით.
თბილისში ახალაშენებული ბინების რაოდენობა
14%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების
რიცხვი 26%-ით შემცირდა და 8,593 ერთეული შეადგინა.
ფასები შემცირდა ბათუმში - კერძოდ ახალაშენებული
ბინების ფასმა საშუალოდ 6%-ით იკლო. ბათუმში შემცირებულია ტრანზაქციების მოცულობაც,
კერძოდ ახალ და ძველ აშენებულ საცხოვრებელ ბინებზე ჯამში 29%-ით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss