| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ზოდი“ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ახალი ბაზრების ათვისებაზე მუშაობს და შედეგად, ქართული კირქვა ექსპორტზე ამერიკაში გაიტანა.
კომპანია GBC-სთან იმ დეტალებზე საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ქართული კირქვა ამერიკაში. რომ პანდემიის პერიოდში, ხდებოდა რეალიზატორების ბაზების მოძიება სხვადასხვა ქვეყნებში და შესაბამისად დაკონტაქტება. ბევრ ქვეყანაში დაინტერესებულ მხარეებს ეგზავნებოდა ნიმუშები, ერთ-ერთი კი სწორედ ამერიკა იყო, რისთვისაც კირქვა - სპეციალური დაკვეთით ზოდის ქართული ქვის საწარმოში დამუშავდა.
„ზოდი“-ს
განცხადებით, პირველი პარტია 30 დეკემბერს გაიგზვანა. კირქვის ფილების მოცულობა კი
- 450 კვ.მ-ს შეადგენდა.
კირქვის ფილები
ფლორიდის შტატში, მაიამში გაიგზავნა. პირველი კონტეინერი სატესტო პარტიაა.
„ვიმედოვნებთ,
პროდუქცია სრულად დააკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებს და ამერიკაში ექსპორტი არ
იქნება ერთჯერადი. პარალელურად კი, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, იტალიასთან, ისრაელთან და ა.შ“, -
აცხადებენ კომპანიაში.
ამბობენ, რომ 2020 წელი „ზოდი“-სთვის, ისევე როგორც
სხვა მსგავსი ბიზნესებისთვის არ იყო მარტივი.
„ლოგიკურია ვერ დადგებოდა ის შედეგი რასაც
ვგეგმავდით. გაყიდვებში დასახულ მიზნებზე 30%-ზე ნაკლები შევასრულეთ და 2019
წელთან შედარებით კი 10%-15%-იანი კლება გვქონდა. ვიმედოვნებთ 2021 წლის
გამოწვევებს გავუმკლავდებით და შევძლებთ ჩვენი ახალი წამოწყების, ქართული
წარმოების განვითარებას“.
„ზოდიში“ სახელმწიფო შეღავათებზეც საუბრობენ და
აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან მოხდა საშემოსავლოს და
ქონების გადასახადის გადავადება 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასზე -
საშემოსავლოსგან გათავისუფლება.
„გვესმის, რომ მდგომარება რომელშიც აღმოვჩნდით არ
არის მარტივი და სახელმწიფოს რესურსიც არ გახლავთ ამოუწურავი. თუმცაღა, შესაძლოა
პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის ჩვენთვის მისაღები იყოს საბიუჯეტო
ვალდებულების დაგეგმილ ნაწილში
შეუსრულებლობის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის განსაზღვრა, რაც სრული
პარალიზებისგან დაგვიცავდა და შესაბამისად ფუნქციონირების საშუალებასაც მოგვცემდა“,
- აცხადებენ კომპანიაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss