ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მოსკოვი ბაქო/ერევანთან რკინიგზის მშენებლობას განიხილავს
26 იანვარი, 2021, 10:41
მოსკოვი ბაქო/ერევანთან რკინიგზის მშენებლობას  განიხილავს

თბილისი (GBC) - რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე–პრემიერები 27 იანვარს მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე, სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო მარშრუტების მშენებლობის საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსული მხრიდან მოლაპარაკებებში ალეკსეი ოვერჩუკი ჩაერთვება, სომხეური მხრიდან – მგერ გრიგორიანი, ხოლო ბაქოდან – შაჰინ მუსტაფაევი.

RBC–ს მიერ მოპოვებული იფნორმაციის თანახმად, ვიცე–პრემიერებს რამდენიმე მარშრუტის საკითხის განხილვა მოუწევთ, კერძოდ, რკინიგზის მშენებლობა სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც აზერბაიჯანს ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ხოლო სომხეთს რუსეთთან დააკავშირებს.

გამოცემის წყარო დასძენს, რომ მხარეები რკინიგზით სომხეთის ირანთან დაკავშირების საკითხსაც განიხილავენ, ნახჩევანის ტერიტორიის გავლით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები