| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თურქეთის ტურისტური საგზურების წინასწარ შეძენის ფასი ტუროპერატორებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%–ით გაუძვირდათ. ამის შესახებ მოსკოვური გამოცემა „ვზგლიადი“ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.
„თურქეთის ტურების ფასი უკვე გაიზარდა. სხვადასხვა ტურისტულ
კომპანიაში თურქეთის სასტუმროების წინასწარი დაჯავშნის ფასი 5–დან 15%–მდეა გაზრდილი“,
– წერს რუსული მედია ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით.
რუსული ტუროპერატორები აღნიშნავენ, რომ რუს ტურისტებს
ფასების ასეთი ზრდა არ აფრთხობს, განსაკუთრებით მათ, ვინც ხშირად ისვენებს თურქეთში.
ტუროპერატორების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ თურქეთში დასვენება წლიდან წლამდე ძვირდება
– 2017 წლიდან მოყოლებული. მაგალითად, 2018 წელს ფასი 5–10%–ით იყო გაზრდილი, ხოლო
2019 წელს – 10–15%–ით. 2020 წელს ზრდამ, საშუალოდ, 10% შეადგინა.
ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით
რუსი ტურისტისტთვის თურქეთის საპლაჟო ტურები ერთადერთი „აქტიური“ და გახსნილი მიმართულებაა
პანდემიის პირობებში, თურქეთის ტურისტულმა სექტორმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა
ამ მიმართულებით, რამაც დაახლოებით 80%–ს მიაღწია.
რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ
ბაზრის ექსპერტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ თურქეთის ტურისტული ბაზარი გახსნილი დარჩება
რუსეთისთვის 2021 წლის წანმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი თურქული სასტუმრო,
რომლებიც რუს ტურისტებზე არიან ორიენტირებული, უბრალოდ დაიხურებიან და ათასობით ადამიანი
დაკარგავს სამსახურს.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს კარგად ესმის
თურქეთის მთავრობას და ყველაფერს გააკეთებენ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში „საზაფხულო ტურიზმის
რბოლაში“ გამარჯვების მოსაპოვებლად. ქვეყანა მასშტაბური ვაქცინაციით ცდილობს, ზაფხულის
სეზონს მაქსიმალურად გახსნილი შეხვდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss